მთავარისიახლეებიპოლიტიკაქრთამის აღებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მარტვილში ორი პირი დააკავეს.

ქრთამის აღებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მარტვილში ორი პირი დააკავეს.

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარტვილის გამგეობაში მომხდარ დაკავებასთან  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ქრთამის აღებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.ამ დროისთვის დაკავებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახურების ხელმძღვანელი პირები.„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების  და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. ბრალდებულებმა, მას სამსახურებრივი მფარველობის და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის, ასევე,  ვითომდა შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს."გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით,“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...