მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში მშენებლებმა მე-11 საუკუნის ქვევრი დააზიანეს

ბათუმში მშენებლებმა მე-11 საუკუნის ქვევრი დააზიანეს

Published on

ვანდალიზმის შემთხვევა ბათუმში – მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემების გაყვანის დროს ბენზეს დასახლებაში მშენებლებმა ქვევრს მიაგნეს, თუმცა სანამ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგნტომდე მივიდოდა, მუშებმა ქვევრი განგებ დააზიანეს, ჯერ ხელით, შემდეგ კი უკვე სამშენებლო მძიმე ტექნიკით.ვანდალებს სავარაუდოდ, ქვევრში განძის პოვნის იმედი ჰქონდათ. ეს არაა პირველი შემთხვევა როდესაც, მშენებლების მიზანმიმართულ ვანდალიზმს თუ უნებლიე დაუდევრობას საქართველოს ისტორია ეწირება.არქეოლოგების განცხადებით, აღმოჩენილი ქვევრი დაახლოებით მე-11 – მე-13 საუკუნის არის. მათი თქმით, უნიკალური აღმოჩენა თითქმის სრულად არის დაზიანებული.„ქვევრი განვითარებული შუა საუკუნეების უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ძველი წელთაღრიცხვის, მე-8 საუკუნიდან დაწყებული გაგრძელებული შუა საუკუნით. რაც შესაძლებელი იქნება გადავარჩენთ. ჩვენ რომ გვცოდნოდა, ჩვენი წარმომადგენელი მეთვალყურეობას გაუწევდა და ასეთი ბარბაროსობა არ მოხდებოდა,“ – განაცხადა არქეოლოგი ამირან კახიძემ.  შუასაუკუნეების ქვევრის დაზიანების ფაქტს უკვე გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი. ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც დაიწყება მოკვლევა.„ვინც აფიქსირებს ამ პროცესს და რეაგირება არ ჰყვება, გარკვეულწილად წახალისებაა და დანაშაულში ხელის შეწყობაა. აქ პირების პასუხისმგებლობაა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაშიც და სისხლის სამართალშიც  პირზე არის საუბარი,“ – განმარტავს ნიკოლოზ ანთიძე.ამ დროისთვის ბათუმში თამარის დასახლებაში სამუშაოები დროებით შეჩერებულია. განმარტებები გაკეთდა კომპანიაშიც, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.„მუშები გაფრთხილებული არიან, რომ რამე არქეოლოგიურს თუ წააწყდებიან, გვანიშნეთ. უცოდინრობა და ამასთან ერთად ეგონათ, ბავშვობიდან გამოყოლილი ზღაპრები, რომ განძი უნდა იყოს, ამის გამო არავის არ შეატყობინეს და იმ წუთშივე მოახდინეს გატეხვა. 600 მუშას ყველას ზედამხედველს ხომ ვერ დავუყენებთ, იციან მკაცრი ინსტრუქციები, რა უნდა გააკეთონ და როგორ,“ – აცხადებს ალექსანდრე ბაღათურია.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.

სიახლეები

დგას თუ არა საქართველო ტვინების გადინების რისკის წინაშე? -ISET-ი მიგრაციის მიზეზებზე და შედეგებზე

დგას თუ არა საქართველო ტვინების გადინების რისკის წინაშე? - კვალიფიციური პროფესიონალების, ახალგაზრდა მუშაკებისა და...

ვენეციის კომისია ოლიგარქის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს – კომისიის კრიტიკული დასკვნა

ვენეციის კომისია ოლიგარქის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს. კომისია ცვლილებებზე...

“დაპატიმრებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ სიმაღლეებს აღწევს: სტუდენტი გოგონები დააკავეს აქციაზე სკამების მოტანისთვის, ხოლო მეორე სტუდენტი დააკავეს მხოლოდ ტაშისთვის” – ზურაბიშვილი

"დაპატიმრებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ სიმაღლეებს აღწევს: სტუდენტი გოგონები დააკავეს საპროტესტო აქციაზე სკამების მოტანისთვის,...

24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი....