ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტებს ლონდონში, EBRD-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „Outlook on Georgia 2017“ განიხილავენ. ანაკლიის კონსორციუმის ინფორმაციით, კონფერენცია, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და „Emerging Europe” ერთობლივად მასპინძლობენ, მთლიანად საქართველოს ეკონომიკურ გარემოს განხილვას ეძღვნება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.კონფერენციის მიზანია, საქართველოში ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების მიმოხილვა და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ EBRD-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მთავარი პარტნიორია. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. ნავსადგურის პირველი ფაზა 2021 წელს ამოქმედდება, როდესაც პორტი პირველ გემებს მიიღებს. პროექტის განხორციელება სულ 9 ფაზად იგეგმება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...