მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდას მარცხენა ხელის მტევნის ამპუტაცია...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდას მარცხენა ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდას ლაშა თოლორდავას მარცხენა ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა.   ახალგაზრდას თევზაობას აკრძალული მეთოდით აპირებდა და ამ დროს აუფეთქდა  ხელში კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.   გარდა ამისა, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აქვს სახისა და გულმკერდის არეში და ამჟამად ზუგდიდის რეფერეალური საავადმყოფოს   რეანიმაციის განყოფილებაშია  მოთავსებული. 
შემთხვევა წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, საიდანაც დაშავებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.
 სავარუდოდ, დაზარალებულ ახალგაზრდას გამოჯანმრთელების შემდეგ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს. მას პირველი შესძლებლობისთნავე დაკითხავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს  პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერ ცნობილი არ არის რა მუხლით აღიძვრება საქმე.
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...