მთავარისიახლეებისაზოგადოებაქეთევან დედოფლის წმ. ნაწილები ენგურის ხიდზე მიაბრძანეს

ქეთევან დედოფლის წმ. ნაწილები ენგურის ხიდზე მიაბრძანეს

Published on

წმინდა დიდმოწამისა და საქართველოს მნათობის, კახეთის დედოფლის ქეთევანის წმინდა ნაწილები ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში 16 ნოემბერს ჩამობრძანდა,რომელსაც ზუგდიდის მთავარ მოედანზე მიეგება  მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთდ. 16 დან 19 ნოემბრის ჩათვლით,სიწმინდე დაბრძანებული იყო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში, სადაც ყოველდღე აღევლინებოდა საღმრთო ლიტურგია და პარაკლისი. 19 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, სიწმინდე წააბრძანეს ენგურის ხიდზე,სადაც მიტროპოლიტმა გერასიმემ სამღვდელოებასთან ერთად  აღევლინა დოქოსოლოგია, აქედან დაილოცა მთელი საქართველო, ასევე ხიდზე გადამსვლელებს საშუალება მიეცათ შეხებოდნენ და პატივი მიეგოთ წმინდა ნაწილებისთვის. ენგურის ხიდიდან კი იგი გადასვენებულ იქნა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში, სადაც 20 ნოემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს ერთობლივ საღმრთო ლიტურგიას, რომლის შემდეგაც სიწმინდე გადაბრძანდება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში. შეგახსენეთ, რომ დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოასვენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სიწმინდე საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...