მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის მძღოლი სასტიკად ნაცემია

მიხეილ სააკაშვილის მძღოლი სასტიკად ნაცემია

Published on

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მის პირად მძღოლზე თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს.
სააკაშვილის ცნობით, წუხელ მას სახლის სადარბაზოსთან ორი სპორტული აღნაგობის უცნობი დახვდა და სასტიკად გაუსწორდა.
მძღოლი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინეს.
 
როგორც მიხილ სააკაშვილი  ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს,  მას შემდეგ, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინიდან მისი გარემოცვის თითქმის ყველა წევრის დეპორტაცია განხორციელდა, მის თანმხლებ ერთადერთ პირად მისი მძღოლი  დარჩა.
,, ვლადიმერი ამბობს, რომ თავდასხმის დროს იცნო იქვე პარკირებული ორი ავტომანქანა, რომელიც ჩვეულებრივ დაგვყვება უკან. ჩვენ ვიცოდით,  რომ ორივე ავტომობილი, საიდანაც გვითვალთვალებდნენ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნოდა.
მძღოლზე თავდასხმის  ამბავი ტელეფონით ოდესიდან მაცნობა მისმა მეუღლე ,  ჩვენ დაუყოვნელივ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია, და თავადაც მაშინვე ჩავედი მასთან.  
ხელისუფლება, რომელიც ცდილობს  ფეხი ამომიკვეთოს უკრაინიდან, ზედიზედ მაცლის ჩემი უშუალო გარემოცვის წევრებს, რა ცუდად მიცნობთ, თქვე უბედურებო !'' – წერს მიხეილ სააკაშვილი. 
 
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის სხვა წევრებს, რომლებიც კაფეებიდან და საკუთარი ბინებიდან გაიტაცეს, მათი  კვალი კვლავ არ ჩანს. 
ოპერატორ თამაზ შავშიშვილთან  და ქართველი მებრძოლებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. რეისი კიევი-თბილისი გუშინ აეროპორტში კვლავ მათ გარეშე ჩამოფრინდა.დეპორტირებულთა ახლობლები  მათ  ჩამოსვლას გვიან ღამემდე ელოდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ღამის განმავლობაში კიევიდან თბილისში ორი რეისი შესრულდა, თუმცა არც ერთ მათგანზე გამოძევებულები   არ ყოფილან, უშედეგოდ ელოდებოდნენ სპეცრეისს ჟულიანის აეროპორტიდანაც, არადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ  საქართველოს მოქალაქეები 17 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოაძევეს.
 
ბოლო ინფორმაცია მათი შესძლო ადგილსამყოფელის შესახებ ისევ მიხეილ სააკაშვილმა გაავრცლა:  როგორც მაცნობეს ისინი სავარაუდოდ ოდესაში ყავთ და ბორნით უპირებენ წაყვანას  ფოთში. 
 
უკრაინის ხელისუფლებას დამატებითი ინფორმაციის შემცველი რაიმე განცხადება 17 ნოემბრის შემდეგ არ გაუკეთებია. მისთვის საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ამ აქტის გამო აქამდე არ მოუთხოვია განმარტება  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
 
უკრაინაში პატრიოტები ქართველების გაძევებას აპროტესტებენ. საქართველოს დეპორტირებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტისგან ითხოვენ ახსნა-განმარტებას რადას წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები.
კარვების ქალაქის ატივისტები კიევის ოლქში, პეტრე პოროშენკოს ქალაქგარე რეზიდენციასთან, შეიკრიბნენ. ისინი პრეზიდენტისგან ბატალიონ დონბასის მებრძოლის, ვანო ნადირაძის, ქვეყნიდან გაძევების მიზეზების განმარტებას ითხოვდნენ, თუმცა მომიტინგეებთან არავინ გასულა.
დემონსტრანტების განცხადებით, ვინაიდან მომხდართან დაკავშირებით არც უსაფრთხოების სამსახური, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც საზღვრის სამსახური განცხადებას არ ავრცელებენ, ეს ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს.
 
საქართველო კი დუმს ან მხოლოდ  სოციალურ ქსელებში ბობოქრობს. 
 
 

 
 
 
 
 

სიახლეები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....