მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურამ კაშია: ,,სიძულვილი, ზიზღი, შეურაცხყოფა – ამგვარი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მხრიდან...

გურამ კაშია: ,,სიძულვილი, ზიზღი, შეურაცხყოფა – ამგვარი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მხრიდან არასოდეს მინახავს”

Published on

 საქართველოს ნაკრების მცველმა, არნემის „ვიტესის“ კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიურ ინტერნეტგამოცემა voetbalprimeur.nl-ს ინტერვიუ მისცა.
კითხვაზე, რომელიც ეხებოდა  მწვავე  რეაქციას მის მიერ  ლგბტ პირთა მხარდასაჭერი სამკლაურის გაკეთებაზე, ფეხბურთელმა უპასუხა, რომ მის გარშემო ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა.
 
 ,,ჩემს ქვეყანაში კი კრიტიკის საგნად ვიქეცი.- განაცხადა კაშიამ voetbalprimeur.nl-სთან კომენტარში.- სიძულვილი, ზიზღი, შეურაცხმყოფელი სიტყვები – ამგვარი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მხრიდან არასოდეს მინახავს. არადა, აქამდე თითქოს ჩემს ქვეყანაში ფავორიტი ვიყავი და ყველას ვუყვარდი, მაგრამ ამ ამბის შემდეგ, ბევრი რამ სხვანაირად გამოჩნდა. მედლის მეორე მხარი დავინახე და სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი. ყველა სატელევიზიო გადაცემისა და საგაზეთო პუბლიკაციის მთავარი გმირი ვიყავი, რუსულმა BBC-მაც კი გააშუქა ეს ამბავი. ბევრი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი შეტყობინება მოდიოდა, მაგრამ მასზე ორჯერ მეტი იყო მხარდამჭერი წერილები, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. თუმცა, უარყოფითი სიტყვები ძალიან ცუდად მოქმედებს და დიდი ხანი არ გშორდება. ისევეა, როგორც ფეხბურთში: მწვრთნელის ათი კომპლიმენტი კარგია, მაგრამ ერთჯერადი კრიტიკა მთელს თქვენს განწყობას განსაზღვრავს.''
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...