არგენტინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ დაკარგული წყალქვეშა ნავიდან სიგნალი მიიღეს. უწყება ახლა ცდილობს სიგნალის კოორდინატების დადგენას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

არგენტინის საჰაერო-საზღვაო ძალები უკვე 15 ნოემბრიდან ვერ უკავშირდებიან წყალქვეშა ნავს "სან-ხუანს", რომელიც ატლანტის ოკენეში გაუჩინარდა. წყალქვეშა ნავზე ეკიპაჟის 44 წევრია.

არგენტინა ინტენსიურად აწარმოებს სამძებრო სამუშაოებს, რომელშიც ჩართულია გამანადგურებლები, ფრეგატები და თვითმფრინავები.

სამძებრო სამუშაოებში მონაწილობს სააგენტო NASA-ც , მან სავარაუდო კატასტროფის ადგილას თვითმფრინავი P-3 Orion გააგზავნა, რომელიც ანტარქტიდის კვლევებისთვისაა განკუთვნილი. თვითმფრინავი ისეთი მოწყობილობითაა აღჭურვილი, რომელსაც ყინულის სისქის გაზომვა შეუძლია.