მთავარისიახლეებიუკრაინა,,თუ ცივილიზებულ სახელმწიფოს ვაშენებთ, უკრაინელებს გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რის საფუძველზე იქნა მიღებული...

,,თუ ცივილიზებულ სახელმწიფოს ვაშენებთ, უკრაინელებს გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქართველების დეპორტაციის შესახებ”

Published on

საქართველოს პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცახადებს, რომ ,,უკვე 24 საათზე მეტია, რაც გატაცებულებს არც აძევებენ და არც მათ სანახავად უშვებენ ვინმეს''.  მისი თქმით,  ბინაში, საიდანაც გატაცება მოხდა, ბევრი სისხლია.  ,,შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი სასტიკად არიან ნაცემი და მათ ამ დრომდე სწორედ  თავიანთი დანაშაულის კვალის მიჩქმალვის მიზნით არ ასახლებენ და არ გვიჩვენებენ. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაუშვან მათთან ადვოკატები და ექიმები. ''- წერს მიხეილ სააკაშვილი. 
 
ქართველი მებრძოლებისა და ჟურნალისტის გატაცების ფაქტს სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ უკრაინის მოქალაქეებიც. უკრაინის მედიის ცნობით,  წუხელ ჟულიანის აეროპორტში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ,,არაგულგრილი მოქალაქეების აქცია ომის გმირებისა და ჟურნალისტების გატაცების წინააღმდეგ''.  
მომხდარს  ფართოდ ეხმაურებიან უკრაინის მედიასა და სოციალურ ქსელებშიც. ამ გამოხმაურებების ტიპური ნიმუშია უკრაინელი მოქალაის  იური ბუტუსოვის განცხადება:
 
,,პოლიტიკური საქმიანობისათვის საქართველოს მოქალაქეთა უკრაინიდან გაძევების უღირსი მცდელობა   –  უკრაინისა და ქვეყნის ხელისუფლების  სირცხვილია, სწორედ იმიტომ, რომ ეს  პოლიტიკური მოტივით ხდება. (კრიმინალურ ,,ავტორიტეტებზე'' საუბარი არ არის – ბანდიტებთან მიმართებაში ეს საკითხი დისკუსიას არ ექვემდებარება).
 
ეს ადამიანები ჩვენთან ომისდროს ჩამოვიდნენ და დიდი მადლიერებით მივიღეთ ისისნი , ბევრი მათგანი ფრონტის წინახაზზე იყო.
დიახ, ისინი ომობდნენ, როგორც შეეძლოთ, დიახ, ვისაც აინტერესებს, შეუძლია იმსჯელოს ვინ რა გმირობა გამოიჩინა და გამოიჩინა თუ არასაერთოდ. მაგრამ რა მნიშნელობა აქვს ამას, თუკი ისინი თავიანთ სახლში, დივანზე კი არ იყვნენ წამოგორებულები,  არამედ   ნამდვილად იყვნენ იქ, ატოში და ხელში იარაღი ეჭირათ უკრაინის დასაცავად. 
 
მაგრამ კითხვა მათ დამსახურებებს როდი ეხება – საქმე ისაა, სად და რაში დაარღვიეს მათ კანონი?
 
რატომ ვეუბნებით უარს ჩვენს დასახმარებლად უმძიმეს დროში ჩამოსულ ადამიანებს უფლებაზე დაიცვან თავიანთი ინტერესები და უფლებები უკრაინაში?
 
როგორ შეიძლება ამის დავიწყება?
 
დიახ, ისინი უკრაინის მოქალაქეები გახდნენ,  ლეგალურად იმყოფეოდნენ უკრაინაში და ნამდვილად არ იმსახურებენ იმას, რომ გაიტაცონ და გააძევონ ქვეყნიდან, როგორც გადამუშავებული მასალა, თან ისე, რომ არ მისცენ მათი გასახლების შესახებ საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება?
 
ცივილიზებული სახელმწიფო პატივს უნდა სცემდეს პიროვნების ღირსებას.
 
ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება განმარტონ თავიანთი ქმედებები, ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ,  რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება მათი დეპორტაციის შესახებ. 
 
დიახ, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ხისტ ზომებს იღებდა ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ჩვენ ხომ ევროპული დემოკრატიის აშენება გვინდა და არა ქართული დემოკრატიისა, სადაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ პრეზიდენტს მოქალაქობას  ართმევენ და თავისი სამშობლოდან აძევებენ, განა ასე არ არის, პეტრო ალექსეევიჩ? '' – წერს იური ბუტუსოვი. 
 
შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 17 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ქვეყნიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს, მიზეზად უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება.
 
უწყება ქართველების ვინაობას არ აკონკრეტებს. თუმცა ცნობილია 8-დან 4 დეპორტირებულის ვინაობა – ნ „რუსთავი 2-ის“ ოპერატორი თამაზ შავშიშვილი და ქართველი მებრძოლები – ვანო ნადირაძე, ზურაბ ცინცაძე და მამუკა აბაშიძე.

 

სიახლეები

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...