მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალში ქართველებს კილმანროკის მემორიალის დემონტაჟი გააპროტესტებინეს - ოკუპანტებისა და სეპარატისტების ცინიზმს...

გალში ქართველებს კილმანროკის მემორიალის დემონტაჟი გააპროტესტებინეს – ოკუპანტებისა და სეპარატისტების ცინიზმს ბოლო საზღვარი არა აქვს

Published on

აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 17 ნოემბერს გალის მოსახლეობა აიძულა გაეპროტესტებინა შოტლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, აფხაზეთ-საქართველოს კონფლიქტში დაღუპულ აფხაზი მეომრების მემორიალის დემონტაჟის შესახებ.
 
სააგენტო ,,თაიმერი'' აფხაზეთის მედიასა და თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ   გალის მოსახლეობას იძულებით მიაღებინეს  ამ მიტინგში მონაწილეობა , მათ გალის ადმინიტრაციისაგან  აქციაზე რუსულთან ერთად, ქართულენოვანი პლაკატების გამოტანაც ჰქონდათ დავალებული.
 
საუბარია მემორიალურ ლოდზე,  რომელიც 12 წლის წინათ დაამონტაჟეს შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკის ერთ-ერთ სკვერში და მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი არსებობის  შესახებ ოფიციალურ თბილისს არ ჰქონია.  სეპარატისტთა აზრით, კილმანროკის მერიამ  დემონტაჟი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის გავლენით განახორციელა.
 
სეპარატისტთა ე.წ. სამოქალაქო სექტორმა, საქართველოს ქმედებები ,,აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების უპატივმცებლობად და აფხაზურ-ქართული კონფლიქტის დავიწყების მცდელობად,, შეაფასა… ხელისუფლებამ კი – რეგიონის ქართული მოსახლეობისაგან საპროტესტო აქციაზე გამოსვლა მოითხოვა.
 
განაწყენებული  აფხაზები კვლავ ალაპარაკდნენ  მოითხოვენ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლაზე, აფხაზეთის კონფლიქტის მხარედ ცნობასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან  ქართული მხარის იძულებაზე ხელი მოაწეროს იარაღის გამოუყენებლობისა და  სამშვიდობო ხელშეკრულებას. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...