მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

Published on

 

ოკუპანტებმა სამაჩაბლოში, ჭვრინისი-კოდის მონაკვეთზე ე.წ. საზღვარი გავლებას აგრძელებენ – სოფელ კოდასთან რკინის ღობე უკვე აგებულია და დადგმულია გამაფრთხილებელი ბანერიც. ჭვრინისთან კი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ გავლებულია თხრილები.
ამასთან დაკავშრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს   განცხადებას, რომელშიც  ნათქვამია, რომ მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი.
ეს საკითხი გუშინ საქართველოს წარმომადგენლებმა ერგნეთის შეხვედრაზეც დააყენეს. 
მათ ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ეუთოს წარმომადგენლებს მიაწოდეს კონკრეტული დეტალური მასალა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახორციელებენ რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრის გავლებას საქართველოს ტერიტორიაზე.
 
ჭვრინისი -კოდის მონაკვეთზე ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გავლებას ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მისი თქმით, ე.წ. საზღვრის გავლება პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას აყენებს რთულ სიტუაციაში.
 
”ცდილობენ, რომ ამ  არალეგიტიმური პროცესს, რომელიც არც სამართლებრივ ჩარჩოში ჯდება და არც ცივილიზებული სამყაროს რაიმე ნორმებს შეესაბამება, რაღაც არგუმენტი მოუძებნონ. რა თქმა უნდა, აქ ვერანაირი არგუმენტები ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს, ჯერ ერთი, არის საქართველოს ტერიტორია, მეორეც,  ეს მავთულხლართები გადის ადამიანების საკარმიდამო ნაკვეთებსა და სახლებზე და უქმნის პრობლემას მოსახლეობას, ამყოფებს სრულ იზოლაციაში,  გეტოს პირობებში “ – განაცხადა ციხელაშვილმა

 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...