მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის მერის ოთხივე მოადგილე დამტკიცებულია- ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

თბილისის მერის ოთხივე მოადგილე დამტკიცებულია- ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

Published on

საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ დღის წესრიგიდან თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ნიკოლოზ ჭონქაძის დანიშვნის საკითხის ამოღება მოითხოვა. უმრავლესობამ ამ ინიციატივას დედაქალაქის მერის ოთხივე მოადგილე დამტკიცებულია. კენჭისყრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თბილისის საკრებულომ მთავრობის კიდევ 23 წევრი უნდა დაამტკიცოს, მათ შორის 10 გამგებელი და  მერიის საქალაქო სამსახურების 13 უფროსი.კახი კალაძის ნაცვლად მთავრობის წევრთა კანდიდატურები საკრებულოს ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა.საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ დღის წესრიგიდან მე-16 საკითხის ამოღება მოითხოვა. აღნიშნული საკითხი თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ნიკოლოზ ჭონქაძის დანიშვნა იყო. უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...