მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოფელ ნაბაკევში, ე. წ. რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ ხურჩაში მცხოვრები მორგოშიები დააკავეს

სოფელ ნაბაკევში, ე. წ. რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ ხურჩაში მცხოვრები მორგოშიები დააკავეს

Published on

გალის რაიონ სოფელ ნაბაკევში, ე. წ. რუსმა მესაზღვრეებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას მცხოვრები ცოლ-ქმარი მორგოშიები დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ  პირველ არხის  ჟურნალისტი ნატა ბერულავა ავრცელებს – ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთი დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ცოლ-ქმარი სოფელ ნაბაკევში, საკუთარ თხილნარში იმყოფებოდა.
 
გათავისუფლების შედეგ, რუსმა მესაზღვრეებმა მორგოშიებს საკუთარ თხილნარში შესვლა აუკრძალეს. როგორც ცოლ-ქმარი აცხადებს, თხლინარი მათ ეკუთვნით და მათი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრშია.
 
ხურჩის გამგებელმა, ბადრი ხუნჯგურუამ პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ მორგოშიების თხილნარი ღელეს გადაღმაა, ღელე კი სამაგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრად ითვლება.
 
როგორც მორგოშიები ამბობენ, ღელის მიღმა ბევრ ხურჩელს აქვს თხილნარი და საყანე ტერიტორია. ცოლ-ქმრის განცხადებით, რადგან ეს მათი დაპატიმრების პირველი შემთხვევა იყო, ჯარიმა არ გადაუხდიათ. თუმცა, მათივე თქმით, თუ კიდევ მოხდება რომელიმე ხურჩელის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევა, პატიმრობასთან ერთად ჯარიმის გადახდაც მოუწევთ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...