მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ უპასუხა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩიაკაცურ შეტევას რეზიდენციაზე და როგორ - პრეზიდენტმა მარგველაშვილმა

როგორ უპასუხა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩიაკაცურ შეტევას რეზიდენციაზე და როგორ – პრეზიდენტმა მარგველაშვილმა

Published on

მორიგი შეტევა პრეზიდენტ მარგველაშვილზე, პრეზიდენტის სასახლის მიმართ ივანიშვილის გართულების ახალი ვირაჟი თუ ყველაფერი ერთად? – სასახლის  განათების საკითხი   კვლავ აქტუალური გახდა  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ  პრეზიდენტის რეზიდენციის ხარჯებთან დაკავშირებული მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ. 
 
 საუბარია 4 541 589 ლარზე, რომელიც სდსს-ს მონაცემებით, 2015-2016 წლებში პრეზიდენტის რეზიდენციის შენახვისთვის დაიხარჯა. დაცვის სამსახურის მონაცემებით,  აქედან ყველაზე მეტი – კომუნალური ხარჯია. უფრო ზუსტად გაზის, ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი. შემდეგ მოდის შრომის ანაზღაურება და შენობის მოვლა.
 
ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციის უფროსის.გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ვერ კონტროლდება "ქართული ოცნების" მიერ. შესაბამისად, მისი განმარტებით, საზოგადოებისთვის ნათელია, საიდან მოდის და რა მოტივით ვრცელდება ეს ინფორმაცია.
 
„როგორც ჩანს, დაანონსდა პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სეზონი. წარმოდგენილი ციფრები, წარმოდგენილი ხარჯები არის გაწეული სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. შესაბამისად, ეს ციფრები იყო სრულიად სიურპრიზი ჩვენთვის. ისევე როგორც საზოგადოებას აინტერესებს, ჩვენც ძალიან გვაინტერესებს თითოეული თეთრის ეფექტიანობა, რომელიც დაცვის სამსახურის მიერ არის გაწეული,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
 
ივანიშვილს ,,დროდადრო ურჩი'' მარგველაშვილის სასახლიდან გამოყვანისა და მისი დასაკუთრებისადმი ავადმყოფურ ლტოლვაზე მეტად სააკაშვილის ლანდი არ ასვენებს.  ოლიგარქის მაამებლები ამ დღეებში ხშირად იმეორებენ, რომ ეს სასახლე უარყოფით ემოციებს აღძრავს და აღიქმება როგორც ბოროტების ბუდე. სასახლის განათებით და ზოგადად სასახლის, როგორც სახელმწიფოს სახის, ღირსეული სიმბოლიკის გრანდიოზულობით გაღიზიანების   არსი სწორედ ეს არის – როგორც არასახელმწიფოებრივი აზროვნება და  პროვინციული კომპლესები ( საქართველო პატარა სოფელია), ისე და , შესაძლოა პირველ რიგშიც, მიხეილ სააკაშვილის ნაღვაწის წაშლის ამაო სურვილი.
 
მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის ნოემბერში შეტევას რეზიდენციაზე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით, შუქის დემონსტარატიული გამორთვით უპასუხა და მტელი მსოფლიოს სასაცილოდ გახადა დიდი ოლიგარქის ჩია ფიგურა.
 
 
შედარებისთვის შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერის მაშინდელ განცხადებას : "იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ბიუჯეტის მიხედვით დაფინანსება შეუმცირდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მიგვემართა იძულებითი ღონისძიებებისათვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება, რომელიც თავის მხრივ, ჩვენი დედაქალაქის გალამაზებას ემსახურებოდა,  გარდა დაცვისათვის განკუთვნილი პერიმეტრისა, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებლობას წარმოადგენს, გამოგვერთო.''
 
როგორ  პასუხობს  სასახლეზე შეტევას პრეზიდენტი მარგველაშვილი? როგორც ჩანს ხელის სახელმწიფო დაცვის სამსახურზე შეხოცვით. ყოველ შემთხვევაში გიორგი აბაიშვილის განცხადებიდან ასე ჩანს.  მეტი ნებელობა არც დღევანდელ პრეზიდენტს და არც მის ადმინისტრაციას არა აქვს. 
 
 
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...