პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დეკემბრის ბოლოს, ან იანვარში იმსჯელებს.როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, მთავრობაში განხორციელებული ოპტიმიზაციის გამო, საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს სავარაუდოდ ერთ კვირაში წარედგინება.„ამას თავისი დრო დასჭირდება. დაჩქარებული წესის ამოქმედების შემთხვევაშიც კი, მინიმუმ ორი კვირა დაგვჭირდება, რათა კანონპროექტი კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე გავიტანოთ. ამის შემდეგ საშუალება გვექნება, მთავრობას ნდობა გამოვუცხადოთ. შეიძლება, ეს დეკემბრის ბოლომდე ან იანვარში მოგვიწიოს. ეს რეფორმა ჩასატარებელი იყო და ინიციატივას მივესალმები. რეორგანიზაციის საკითხი კი, მთავრობის პრეროგატივაა“, – განაცხადა კობახიძემ.პრემიერმინისტრმა მთავრობის განახლებული გუნდი 13 ნოემბერს წარადგინა. მანვე დააანონსა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები, რომლის თანახმადაც რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდა.
სიახლეები
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...
სიახლეები
უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან
აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...