მთავარისიახლეებიპოლიტიკაუსამართლო ომბუდსმენი საქართველოისა და სამართლიანი მინისტრი იუსტიციისა - თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს...

უსამართლო ომბუდსმენი საქართველოისა და სამართლიანი მინისტრი იუსტიციისა – თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს ქვები მიაყოლა

Published on

თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშს და შენიშვნებს გამოეხმაურა.
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ის არ აპირებს უჩა ნანუაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას და ნანუაშვილის ომბუდსმენობის ბოლო დღეებში მხოლოდ მოკლე შეფასებით შემოიფარგლება.
 
„ რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ“- განაცხადა თეა წულუკიანმა. სახალხო დამცველი, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი მთავრობის წევრები ერთმანეთს ეჯიბრებიან უჩა ნანუაშვილის მისამართით ქვების სროლაში.
 
მათი აღშფოთება გამოიწვია სახალხო ომბუდსმენის  განცხადებამ ,,ციანიდის საქმეში'' ბრალდებული დეკანოძის გიორგი მამალაძის  მიმართ გამოტანილი განაჩენის  დაუსაბუთებლობის თაობაზე.
 
რაც შეეხება უჩა ნანუაშვილის რეაქციას მისი საქმიანობის წულუკიანისეულ  შეფასებაზე, მისი თქმით,  „მსგავსი განცხადებები და წულუკიანის ეს განცხადება, პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების იმიჯს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში.“ 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...