მთავარისიახლეებისაზოგადოებარა მოხდა ტურინში, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია ბუნტის ჩახშობისას 23 წლის ქართველი...

რა მოხდა ტურინში, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია ბუნტის ჩახშობისას 23 წლის ქართველი ახალგაზრდის დაღუპვის შესახებ

Published on

იტალიაში, ქალაქ ტურინში ეროვნებით ქართველი სავარაუდოდ ცემაში მოკლეს. შემთხვევა ტურინის საემიგრაციო მიმღებ გამანაწილებელ სამსახურში მოხდა. ინფორმაცია საქართველოს საკონსულო სამსახურს ცხელი ხაზით იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიაწოდა, მაგრამ საკონსულოს რეაგირება არ მოუცდენია – აცხადებენ ტურინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები „რუსთავი 2"-თან საუბარში. მათი იფორმაციით   ტურინის საემიგრაციო სამსახურში 23 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტს მალავენ. მათი თქმით, კიდევ ერთი ახლგაზრდა მამაკაცი სასტიკად ნაცემია და ის ამ დროისთვის კარცერში იმყოფება. 
 
"ორი თვეა, საქართველოს საკონსულოს ვეხვეწებით, მოგვაქციოს ყურადღება, ახლაც კი, როდესაც მთელი იტალია ამაზე ლაპარაკობს, საკონსულოდან არავინ მოსულა. თქვენ სინდისზეა ეს ცოდვა, თქვე მონა ქართველებო,"- წერს სავარაუდოდ, საქართველოს ერთერთი მოქალაქე Facebook სტატუსში.
 
ქართველი ტურისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც არ ადასტურებენ.  უწყების ინფორმაციით, საკონსულო სამსახურისთვის ცნობილი იყო ქ. ტურინის სადეპორტო ცენტრში მომხდარი ბუნტის თაობაზე, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელობამ საკონსულოს აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება."
 
დღეს 16 ნოემბერს გ.წ. დაუკავშირდა საკონსულო სამსხურს ცხლი ხაზის ნომერზე და აცნობა ქ. ტურინის საიმიგრაციო ცენტრში მომხადარი ბუნტის თაობაზე. მანვე განაცხადა, რომ სადეპორტო ცენტრში გარდაიცვალა ეროვნებით ქართველი, რომელიც ფლობს აზერბაიჯანულ პასპორტს. აღსანიშნავია, რომ საკონსულო სამსახურისთვის ცნობილი იყო ქ. ტურინის სადეპორტო ცენტრში მომხდარი ბუნტის თაობაზე და უკვე 14 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბარი ქ. ტურინის საიმიგრაციო სამსახურთან ბუნტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით, რა დროსაც საკონსულოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ემუქრება საფრთხე.
მიუხედავად ამისა, 16 ნოემბერს, საქართველოს მოქლაქის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ, სიტუაციის ადგილზე გასაცნობად საკონსულომ წარმომადგენელი გამოყო. იგი ტურინში გაემგზავრება და ადგიზე ეროვნებით ქართველის შესაძლო გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებს. 
ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...