ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზუგდიდში დღეს ჩამოაბრძანეს, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. მორწმუნეებს მისი მოლოცვის საშუალება ოთხი დღის განმავლობაში ექნებათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს.გოაში მდებარე ქრისტიანული ტაძარის ნანგრევებში ქეთევან წამებულის სხეულის ნაწილებს არქეოლოგები 2000 წლიდან ეძებდნენ. ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, დაგრასის მონასტერში სიწმინდეს მიაკვლიეს. წმ. ავგუსტინეს კომპლექსის ნანგრევებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მიხედვით დადგინდა, რომ გოაში აღმოჩენილი წმინდა ნაწილები ქართველ დედოფალს – ქეთევან წამებულს ეკუთვნოდა.კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს.დედოფალმა სარწმუნოების შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. ისტორიული წყაროების თანახმად, პორტუგალიელმა მისიონერებმა დედოფლის ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან წამებულის სხეული საქართველოში ჩამოაბრძანეს. ნეშტი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა. ოსმალებისა და ლეკების შემოსევების შემდეგ კი დაიკარგა.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზუგდიდში დღეს ჩამოაბრძანეს
სიახლეები
სიახლეები
რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა
9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...
სიახლეები
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....
სიახლეები
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე...
სიახლეები
აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება
უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...