ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიას მოინახულეს

0
379
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის  ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine – ის ვიცე პრეზიდენტი კარლ როჯერ საჰლინი და მთავარი ინჟინერი რიკარდო ჩენგი ანაკლიას ეწვივნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა პორტის პროექტის ტერიტორიას მოინახულეს. ანაკლიაში SSA Marine-ის მენეჯმენტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და კომპანიის გუნდმა უმასპინძლეს. “საქართველოში ჩამოსული ვართ სამუშაო ვიზიტით. გავმართეთ შეხვედრები სხვადასხვა უწყებებთან. ჩვენი კომპანია იქნება პორტოპერატორი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, როცა უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. SSA Marine ჩართულია ასევე პორტის დიზაინის შექმნაში და ჩვენი გუნდი ანაკლიის კონსორციუმის გუნდთან ერთად მუშაობს, რომ დაგეგმონ ტექნიკური დეტალები და სამომავლო გეგმები“. – განაცხადა SSA Marine – ის ვიცე პრეზიდენტმა კარლ როჯერ საჰლინმა.მსხვილი ამერიკული ტერმინალ-ოპერატორის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან და კვირის განმავლობაში შეხვედრებს სხვადასხვა უწყებებთან თბილისსა და ბათუმშიც გამართავენ.  „SSA Marine-ი“ ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა.  „კონტი ჯგუფის“  შემდეგ „SSA Marine-ი“ მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა და პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი გახდა. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი „SSA Marine-ი“ ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ოპერირებს  და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. 
წინა სტატიამიწისძვრა აზერბაიჯანში – მინგეჩაურის წყალსატევი არ დაზიანებულა
შემდეგი სტატია,,სარფის” საბაჟოზე 10 კგ-მდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადატანის მცდელობა აღკვეთეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური