მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ყველა პერსონა, რომელიც ახლა დაინიშნა, ივანიშვილს არის დაქვემდებარებული, ქართული ოცნება...

„ყველა პერსონა, რომელიც ახლა დაინიშნა, ივანიშვილს არის დაქვემდებარებული, ქართული ოცნება უკვე ერთპარტიული მმართველია”- აცხადებენ ,,რესპუბლიკელები”

Published on

„ყველა პერსონა, რომელიც ახლა დაინიშნა, ივანიშვილს დაქვემდებარებული ადამიანები არიან, ქართული ოცნება უკვე არის ერთპარტიული მმართველი"- ამის შესახებ  ,,რესპუბლიკურ პარტიის'' მდივანმა, თამარ კორძაიამ განაცხადა გადაცემა ,,არჩევანში''  –   არც ერთი მინისტრი არ არის მზად იმისთვის, რომ პასუხები გასცეს მოქალაქეებს. მათ არ იციან, რა რაოდენობით დაიზოგება ბიუჯეტი და თითოეული მათგანი დანიშნულია ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითებით''.
 
 თამარ კორძაიას თქმით, "რესპუბლიკური პარტია''ჯერ კიდევ  ,,ქართული ოცნების'' კოალიციაში ყოფნის დროს სთავაზობდა მმართველ გუნდს სამინისტროების ოპტიმიზაციას ", მაგრამ   "ეს რეფორმები გახმაურდა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ რაც მიზანმიმართულად  მოხდა და  არ უკავშირდება ძალთა გადანაწილებას.
 
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ გაუმართლა პირდაპირი წესით არჩეულ კანდიდატებში და ამის მაგალითია გიორგი მარგველაშვილი. თუმცა, გამონაკლისი ამ კუთხით არის კახი კალაძე.
„ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ პოლიტიკურ პარტიაში კახი კალაძემ დაიკავა სერიოზული პოზიციები. კახი კალაძე ერთადერთი პერსონაა ქართულ ოცნებაში, რომელმაც მოახერხა, ბიძინა ივანიშვილის ღია მხარდაჭერის გარეშე მოსულიყო ხელისუფლებაში,“ – განაცხადა კორძაიამ.
 
 
 
.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...