მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი გოგიჩაიშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს- ბავშვების საყვარელი ტელეწამყვანი სიმსივნეს ებრძვის

გიორგი გოგიჩაიშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს- ბავშვების საყვარელი ტელეწამყვანი სიმსივნეს ებრძვის

Published on

ჟურნალ „სარკესთან“ მსახიობმა გიორგი გოგიჩაიშვილმა საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა და იმ მკურნალობის პროცესზე, რომლის გავლაც, სამწუხაროდ, უწევს. როგორც გიორგი აღნიშნავს, დღემდე ქიმიოთერაპიის ექვსჯერ გაკეთება მოუხდა. მსახიობი თავის ემოციებს ჟურნალის მკითხველს უზიარებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
გიორგი გოგიჩაიშვილი:
იმიჯი კი არ შევიცვალე, თმა გამიცვივდა და წვერი მოვუშვი. მთელი ცხოვრება პირიქით იყო, თმა მქონდა და გაპარსული დავდიოდი, რომ მიცნოთ, თავს ამოვატრიალებ. მოკლედ, იმიჯი ბუნებრივად შემიცვალა.
ჯანმრთელობის მხრივ თავს როგორ გრძნობთ?
ახლა კარგად ვარ, გვერდში ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, ექიმები მიდგანან. ბავშვობიდან არ მიყვარდა ქიმიის გაკვეთილი, მაგრამ ქიმიოთერაპიის გაკეთებამ ექვსჯერ მომიწია და ქიმიასაც დავუახლოვდი. ახლა გადასხმებს ვიკეთებ, მაგრამ კარგად ვარ.
მადლობა ღმერთს და მადლობა ყველას – ექიმებს, მეგობრებს. სტამბოლში ვიყავი სამჯერ, მშვენიერი ქალაქია. მაისში წავედი პირველად, მერე ზაფხულში და ბოლოს სექტემბერში. ერთი წასვლა კიდევ მიწევს. მედიცინა და ადამიანების მოწყალებაც იმ დონემდე მივიდა, რომ გადამარჩინეს.
მინდა, მოვესიყვარულო ყველა ჩემს ექიმს, რომლებიც ყველა შეხვედრაზე განსაკუთრებული სითბოთი მხვდებიან და ნმაქსიმალურად ცდილობენ ჩემს გამოჯანმრთელებას. დიდი მადლობა ნათია ქარაბაქს, მზიკო ზაქარაიას, ზაზა მეზვრიშვილსა და ყველას, ვინც ჩემზე ზრუნავს.
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...