მთავარისიახლეებისაზოგადოება16 ნოემბერს წმ. ქეთევან დედოფლის ნაწილები სვანეთიდან ზუგდიდში ჩამობრძანდება

16 ნოემბერს წმ. ქეთევან დედოფლის ნაწილები სვანეთიდან ზუგდიდში ჩამობრძანდება

Published on

16 ნოემბერს წმ. ქეთევან დედოფლის ნაწილები სვანეთიდან ზუგდიდში ჩამობრძანდება და 16-20 ნოემბერს დაბრძანებული იქნება ივერიის ღვთისმშობლის  ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი წმ. ნაწილებს 17:00 საათზე დახვდება მოედანზე, გუბერნიის წინ. საქართველოში წმ. ნაწილები 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიას მოივლის.ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების საორგანიზაციო საკითხებში საპატრიარქოსთან, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე და რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში დარპან პრაშერი.გოაში მდებარე ქრისტიანული ტაძარის ნანგრევებში ქეთევან წამებულის სხეულის ნაწილებს არქეოლოგები 2000 წლიდან ეძებდნენ. ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, დაგრასის მონასტერში სიწმინდეს მიაკვლიეს. არქეოლოგიურ გათხრებში, ექსპედიციის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე და არქეოლოგი ნიზამუდინ თაჰერი.სწორედ მის მიერ წმ. ავგუსტინეს კომპლექსის ნანგრევებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მიხედვით დადგინდა, რომ გოაში აღმოჩენილი წმინდა ნაწილები ქართველ დედოფალს – ქეთევან წამებულს ეკუთვნოდა.კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არქეოლოგიურ კვლევაში შეტანილი ამ წვლილისათვის 10 ოქტომბერს ნიზამუდინ თაჰერს საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებს.კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს.დედოფალმა სარწმუნოების შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. ისტორიული წყაროების თანახმად, პორტუგალიელმა მისიონერებმა დედოფლის ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან წამებულის სხეული საქართველოში ჩამოაბრძანეს. ნეშტი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა. ოსმალებისა და ლეკების შემოსევების შემდეგ კი დაიკარგა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...