მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართება

ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართება

Published on

 
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. როგორც ცნობილია მერია  ყოფილი გამგეობის შენობაში განთავსდება, საკრებულოს სხდომაც, ამავე დარბაზში ჩატარდება.დღის წესრიგით გათვალისწინებულია სხვადასხვა საკითხები, საკრებულოსა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობა,თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევა, სხვადასხვა კომისიების თავმჯდომარეებისა და ფრაქციების დაფუძნება, . ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცება და სხვა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი საქართველოოს მასშტაბით 21 ოქტომბერს ჩატარდა.ზუგდიდის საკრებულო 50 წევრისგან დაკომპლექტდება, აქედან 20 პროპორციული სიით დანარჩენი 30 კი მაჟორიტარული სისტემით.ზუგდიდის საკრებულოში ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა  4  პროპორციული და 1 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ევროპული საქართელოს მანდატების რაოდენობა 2-ით განისაზღვრა, ხოლო  ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 43 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...