მთავარისიახლეებიპოლიტიკასახალხო დამცველის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად სოფო ხორგუანი განიხილება

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად სოფო ხორგუანი განიხილება

Published on

საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე სოფო ხორგუანის კანდიდატურა განიხილება. სოფო ხორგუანის კანდიდატურაზე უკვე იმსჯელეს საქართველოს მთავრობაშიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უჩა ნანუაშვილის შემცვლელად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის კანდიდატურაც დასახელდა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ქალდანმა შეთავაზებაზე უარი თქვა. პირველ არხთან საუბარში სოფო ხორგუანი აცხადებს, რომ  ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, თუმცა სმენია, რომ მისი კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე განიხილება. „ოფიციალური წინადადება არ მიმიღია, შემოთავაზება ოფიციალურად არ ყოფილა, მაგრამ თქვენ რომ წყაროები გყავთ, ასეთი წყაროები მეც მიყვებიან, რომ სადღაც ჩემი კანდიდატურა განიხილება. ამის იქით, არაფერი ვიცი. სანამ არ შემომთავაზებენ, ანუ, არდაბადებული ბავშვი, როგორ განვიხილოთ? თუ ასეთი შემოთავაზება იქნება, ამას არ დავმალავ და ვიტყვი“, – აღნიშნავს ხორგუანი. კითხვაზე – შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა წინადადებას, ხორგუანი ამბობს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა ღირსებით სავსე საქმეა. „გააჩნია, როგორი შემოთავაზება იქნება. ეს ისეთი სამსახურია, ამაზე უკეთესი, ღირსებით სავსე, პატივსაცემი და ადამიანების დაცვაზე მადლიანი საქმე არ არსებობს. ამაზე უფრო სასარგებლო რა უნდა იყოს“, – განაცხადა ხორგუანმა. მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება და ახალი ომბუდსმენის არჩება პარლამენტს მოუწევს.
 
წყარო: 1tv.ge

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...