მთავარისიახლეებისაზოგადოებადაპირისპირება გენერალურ პროკურატურასთან - პოლიცია ხანძრისგან დაზარალებულ მოვაჭრეებს კარვების გაშლის...

დაპირისპირება გენერალურ პროკურატურასთან – პოლიცია ხანძრისგან დაზარალებულ მოვაჭრეებს კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევს

Published on

მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის ამ წუთებში დაპირისპირებაა. 
 
დაზარალებულმა მოვაჭრეებმა, რომლებიც მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ, კარვის გაშლა სცადეს. სწორედ ამას მოჰყვა პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება. პოლიციელები მათ კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ.
 
ამ წუთებში პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ, რომ კარავი ტერიტორიიდან გაიტანონ, რასაც აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევენ. 
 
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულები ხანძრის მიზეზების გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. მათი ერთერთი მოთხოვნაა გადადგეს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.
. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...