მთავარისიახლეებიპოლიტიკაალექსანდრე ჯეჯელავა მიხეილ ჩხენკელს განათლების სამინისტროს დღეს გადააბარებს

ალექსანდრე ჯეჯელავა მიხეილ ჩხენკელს განათლების სამინისტროს დღეს გადააბარებს

Published on

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრის პოსტზე მუშაობას დღეიდან შეუდგება. როგორც ჩხენკელმა გუშინ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლება და განათლებაზე ზრუნვა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია.„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა. ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას მოვახმარ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რაც არის განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება საქართველოში. ახლახანს ჩვენ გვქონდა საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე, კონკრეტულად კი იმაზე, რომ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლება და განათლებაზე ზრუნვა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია და ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი სწორედ განათლებაზე და მეცნიერებაზე ზრუნვა იქნება. თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა მოდის და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა და იმ პირობის შექმნა, რომ მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....