მთავარისიახლეებიპოლიტიკასოსო ცისკარიშვილი - განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებით პროფესიონალიზმი არის მიჭირხვნილი

სოსო ცისკარიშვილი – განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებით პროფესიონალიზმი არის მიჭირხვნილი

Published on

განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებით პროფესიონალიზმი არის მიჭირხვნილი, – ასე აფასებს ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს. სოსო ცისკარიშვილის თქმით, მსგავს შეფასებას არ იმსახურებს ყველა ახალი კადრი, თუმცა რაც შეეხება გიორგი გახარიას და მამუკა ბახტაძის კანდიდატურებს, ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ”ისინი ვერ უძლებენ კრიტიკას”. ”არსად არის სხვაგან ისეთი მაგალითი, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გამხდარიყო უცებ შს მინისტრი, ასევე ფინანსთა მინისტრი გაათავისუფლო თანამდებობიდან და გადაიყვანო ეკონომიკის მინისტრად და ფინანსთა მინისტრად დანიშნო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელსაც მაინცდამაინც წარმატებული წინა პერიოდი არ გააჩნია, ვგულისხმობ რკინიგზას და მამუკა ბახტაძეს. რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, არ გამოვრიცხავ, რომ ბატონ ბახტაძეს არავინ ეკითხებოდა რა გადაზიდვები უნდა ყოფილიყო ”საქართველოს რკინიგზაში”. იქ რაც ხდებოდა, შეიძლება ითქვას, რომ არის მრავალტომიანი საქმე პროკურატურისთვის.გახარია, ქუმსიშვილი და ბახტაძე არიან იმ გუნდის წევრები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში არიან დღევანდელი საქართველოს კადრებთუხუცესის გუნდის წევრები.რას ნიშნავს გახარიას დანიშვნა, ეს ნიშნავს რომ ჩვენს ძალოვან სისტემაში არ მოიძებნა ღირსეული კადრი? მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო პროფესიონალი კადრები არსებობენ ამ სისტემაში, მაგრამ გახარია შეირჩა, როგორც ჩანს მის მიმართ ბიძინა ივანიშვილის ნდობის კუთხით. პროფესიონალიზმი არის მიჭირხვნილი ასეთი ნაბიჯებით. ამაში ყველა კადრს არ ვგულისხმობ. ეს ტალღა კი არა ცვლილებების კარუსელი გამოვიდა”, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. მისივე თქმით, სერიოზული დადებითი ცვლილება მხოლოდ განათლების სამინისტროშია, ”სხვაგან ცვლილებები მხოლოდ ცვლილებებისთვის განხორციელდა”.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...