ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება. "შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად, მინისტრი, ამავდროულად, დაიკავებს ვიცეპრემიერის პოსტს,"- ამბობს გიორგი კვირიკაშვილი. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი იქმნება, რომელსაც შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, მისი ადგილი კი პირველმა ვიცეპრემიერმა და ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა. დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შედეგად მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება იქნება საჭირო. საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის 1/3-ის, ანუ შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 1 კვირის ვადაში პარლამენტში ახალ შემადგენლობას წარადგენს, საკანონმდებლო ორგანო კი ვალდებულია, მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით 7 დღის ვადაში განიხილოს.
სიახლეები
სიახლეები
რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...
სიახლეები
ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს...
სიახლეები
განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი
„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...
სიახლეები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით,...