მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპენსიო რეფორმა - გაზრდილი რისკები და მცირე გარანტიები

საპენსიო რეფორმა – გაზრდილი რისკები და მცირე გარანტიები

Published on

პარლამეტში დღეს საპენსიო რეფორმაზე იმსჯელებენ, კერძოდ,  რეფორმასთან დაკავშირებულ რისკებსა და გარანტიებზე.
 
ამ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად ხდება ახალი საშემოსავლო გადასახადის შემოღება იმ პირობით, რომ ეს პენსიის ოდენობაზე 20 წლის შემდეგ აისახება,დღეს არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში კიდევ უფრო მძიმედ დაარტყამს ხანდაზმულთა და მათი ოჯახების ბიუჯეტს,  სწორედ ამიტომ აკრიტიკებს მას  მწვავედ საპარლამენტო ოპოზიცია.
 
,,მთავრობის მორიგი ტყუილი'' – ასე აფასებენ კანონპროექტს ,,ევროპულ საქართველოში'' , ,,ეს სხვა არაფერია, თუ არა მორიგი ტყუილი და სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება, რადგან ფაქტობრივად ეს არის ადამიანებისთვის  თანხების წართმევა და გადასროლა სხვა ბანკებში იმისთვის, რომ 20 წლის შემდეგ შეპირდე პენსიების ზრდას''- აცხადებენ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები.   
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აზრით, საპენსიო რეფორმის ეფექტურობა მინიმალური იქნება.
„ ამ ე.წ. რეფორმის ეფექტურობა მინიმალური იქნება  – ქვეყანაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანია შრომისუნარიანი, აქედან მხოლოდ 700 ათასია ოფიციალურად დასაქმებული, ანუ   იღებს ხელფასს იხდის და საშემოსავლო გადასახადს, ამასთან  ამ 700 ათასიდანაც ნახევარი  საჯარო სექტორშია.  გამოდის, რომ ერთი ჯიბიდან მეორეში გადააქვთ თანხა. '' – აცხადებენ პარტიაში.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...