მთავარისიახლეებიპოლიტიკასამთავრობო ცვლილებებს ოპოზიცია აფასებს

სამთავრობო ცვლილებებს ოპოზიცია აფასებს

Published on

„ასეთი მასშტაბური ცვლილებები, როგორც სტრუქტურული, ასევე საკადრო, აჩვენებს იმას, რომ თვითონ მთავრობა და ხელისუფლების გუნდი არ არის კმაყოფილი საკუთარი მუშაობით,“ – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი სამთავრობო ცვლილებებს.სამადაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების მიუხედავად, შს მინისტრთან კითხვები მაინც აქვს ოპოზიციას.„ბატონი გახარიას დანიშვნა შს მინისტრის პოსტზე არის სრულიად გაუგებარი, მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური და არანაირი პროფესიონალური გამოცდილება. ეს ცვლილებები აჩვენებს ერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ კიდევ უფრო ახლო დისტანციიდან გააკონტროლოს ყველა საკვანძო უწყება,“ – აცხადებს სამადაშვილი.პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ სამინისტროების შემცირება მნიშვნელოვანია და ის მიესალმება ამ ცვლილებებს.„თუმცა, ფუნდამენტური იქნება იმის ანალიზი, თუ რაში დაიხარჯება ის თანხები, რომელიც არის ახლა ერთი შეხედვით გამოთავისუფლებული. თუ ეს თანხები ისევე დაიხარჯება ახალი სტრუქტურების დაფინანსებაში, რომლის მსგავსი ასევე, დაანონსდა და ბატონ მღებრიშვილს შეუქმნეს, თუ ისევ დაიხარჯება პრემიების და დანამატების კუთხით, მაშინ არანაირი აზრი ამ შემცირებას არ ექნება,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.ცვლილებები საქართველოს მთავრობაში – იცვლება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა და უქმდება 4 სამინისტრო. თუკი აქამდე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში 18 მინისტრის პორტფელი იყო, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, 4 სამინისტრო გაუქმდება და მთავრობის შემადგენლობაში დარჩება სულ 14 სამინისტრო.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....