მთავარისიახლეებიპოლიტიკარევაზ არველაძე ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს გაერთიანებას ნაადრევად მიიჩნევს

რევაზ არველაძე ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს გაერთიანებას ნაადრევად მიიჩნევს

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს გაერთიანება ცოტა ნაადრევია.პირველ არხთან საუბარში რევაზ არველაძე მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის სექტორში ძალიან ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და როდესაც უწყებას კონკრეტული პატრონი ჰყავს, საქმე უფრო იოლად და ხარისხიანად კეთდება.„ზოგადად, ადრეც ვამბობდი, რომ ის შემადგენლობა მთლად ოპტიმალური არ იყო, რომელიც საქართველოს მთავრობაში იყო. ვსაუბრობდი იმაზე, რომ საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროები უნდა გაერთიანებულიყო ისევე, როგორც კულტურისა და სპორტის სამინისტროები.საუბარი ენერგეტიკის სამინისტროზე იმდენად არ მქონდა, რამდენადაც ენერგეტიკა ფეხზე ისე არ არის დამდგარი, რომ ამ დარგს ცალკე პატრონი არ სჭირდებოდეს. ვთვლი, რომ ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს გაერთიანება ცოტა ნაადრევია, რადგან ძალიან ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და როდესაც უწყებას კონკრეტული პატრონი ჰყავს, საქმე უფრო იოლად და ხარისხიანად კეთდება.ეკონომიკის სამინისტროს ბევრი რაღაც აქვს აკიდებული და მისთვის კიდევ ენერგეტიკის სამინისტროს დამატება, ვთვლი, რომ უფრო სიფრთხილე იქნებოდა საჭირო, რათა ენერგეტიკა ჩრდილში არ მოექცეს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისა და წინსვლის ნაწილია.თუ ქვეყანაში ენერგეტიკა ნორმალურ ვითარებაში არ გაქვს, საუბარი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე ვერ იქნება. რამდენიმე სერიოზული საკითხია მოსაგვარებელი, თუ გინდათ ის, რომ უცხო ქვეყნებზე დამოკიდებული ძალიან სერიოზულად არ ვიყოთ. საქართველოს განახლებულ მთავრობას მხარს დავუჭერ, რადგან თუ მთავრობამ ჩათვალა, რომ ქვეყანას ასე უფრო კარგად მართავს, ამის წინააღმდეგი რატომ წავალ, მაგრამ ეს გამოჩნდება. პარლამენტის მხრიდან მთავრობის კონტროლი უფრო უნდა გაძლიერდეს“, – აღნიშნა არველაძემ.მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს უერთდება, რომლის ხელმძღვანელი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...