აღშფოთებულთა მარში კიევში – გადატრიალებისათვის ცნობიერებაში და არა სახელმწიფო გადატრიალებისთვის

0
414
დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ,,აღშფოთებულთა მარშზე'' ათასობით ადამიანი გამოვიდა, ისინი  ვერ შეაჩერა ვერც კიევური ზამთრის სიცივემ და ძლიერმა თოვამ,  ვერც ხელისუფლების სადეზინფორმაციო მანქანამ ამგვარი აქციების სახიფათო და არასამართლებრივი ხასიათის შესახებ,   თუმცა აქციის მონაწილეთა არნახულ რაოდენობას უკრაინის პროსახელისუფლებო მედიისთვის და პოროშენკოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ხელი არ შეუშლია მარშის დასაწყისისთვის ესაუბრათ 400 – მდე კაცზე, რომლიც თითქოს დღევანდელ მარშზე მივიდა.  
 
 
რაც უნდა ცდილობდეს პოროშენკოს რეჟიმი მოსახლეობის დეზინფორმირებას სააკაშვილის მოძრაობის მარგინალიზაციის შესახებ , ფაქტი სახეზეა –  უკრაინაში, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად რადას წინ სულ უფრო მეტი ადამიანი იკრიბება და მოძრაობა დღითიდღე მეტ ძალას იკრებს.
 
უკრაინის მედიაში დღეს ისიც დაიწერა, რომ  კიდევ უფრო მეტი ადამიანის შეკრების საფუძველი ისიც გახდა, რომ ორი დღის წინ აქციების ორგანიზატორის, მიხეილ სააკაშვილის 11 წლის შვილი 3 საათით ჩაკეტეს კიევის აეროპორტის მესაზღვრეთა ოთახში, მისი გამცილებელი დაცვის ოფიცერი კი ქვეყნიდან გააძევეს.
 
,,მე აქ მოვედი ჩემს ოჯახთან ერთად, ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად, რომ ვამხილო ხელისუფლების მიერ ტირაჟირებული სიცრუე იმის შესახებ, რომ ჩვენი აქციები  არასამშვიდობო, საშიში ხასიათისაა. თუ ეს აქციები ვინმესთვის სახიფათოა –   მხოლოდ ხელისუფლებისათვის და სწორედაც რომ  მშვიდობიანი ხასიათის გამო.– განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა. 
 
დღევანდელი მარშის მთავარი მესიჯი იყო იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღება, რაც კარგს არაფერს უქადის პოროშენკოს, რომლის სახელს უკავშირდება კორუფციული ჭაობი, რომელშიც ქვეყანა  სულ უფრო ღრმად ეფლობა.  ხალხში კი ევროპული ღირებულებები მწიფდება. 
 
დღეს   მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები  მიისწრაფვიან  მოახდინონ გადატრიალება ცნობიერებაში და არა სახელმწიფო გადატრიალება, როგორც მათთვის ამის გადაბრალებას ცდილობს პოროშენკო, რომელმაც დღეს  განსაკუთრებით მძალავრი დარტყმა მიიღო ანტიკორუფციული მოძრაობისაგან. 
 
 
 

შეგახსენებთ, კარვის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ულტიმატუმი მთავრობისადმი საგანგებო ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა და ქვეყნის კორუფციისგან გათავისუფლებაა. ამის აუცილებლობაზე  არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით საუბრობენ. ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომლებიც კიევს  სწორედ ამას სთხოვს. რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო მედიაგამოძიებამ უკრაინის პრეზიდენტს გადასახადების დამალვის მცდელობა დააბრალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოროშენკო „როშენის“ ნაწილის ოფშორში გადატანას აპირებდა, თუმცა შუამავალმა ფირმამ მომსახურებაზე უარი უთხრა.
 
ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის კანონპროექტი უკვე რადაში იყო გაგზავნილი, როდესაც პრეზიდენტის აპარატმა უკანვე გაიწვია და გააფთრებიტ ცდილობს გააჩუმოს მიხეილ სააკაშვილი.
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, შუამავალმა პირმა მას პეტრო პოროშენკოს დანაბარები გადასცა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა თავდაცვით სფეროში არსებული კორუფციის შესახებ საუბარი უნდა შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ.
 
„ორი დღის წინ აქ მოვიდა შუამავალი, რომელმაც პოროშენკოს დანაბარები გადმომცა. მე უნდა ვაკრიტიკო მხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც პრეზიდენტი მიმითითებს და არსად ვახსენო თავდაცვით სფეროში არსებული კორუფცია, რაც მას, თურმე, ძალიან აღიზიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოროშენკო საქართველოში დეპორტაციასა და პუტინის ბრძანებით ციხეში ჩასმას მპირდება,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
 
პასუხად პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისგან დღევანდელი მარში მიიღო, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის. დღეს ამის ყველა ნიშანი სახეზე იყო. 
 
 
 
წინა სტატიაკატალონიაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება
შემდეგი სტატიაოზურგეთის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი დამარცხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური