„ოცნება შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე არასდროს მოკვდება” – ამ სიტყვების ავტორი, შოტლანდიის ყოფილი პრემიერი ,,რაშა თუდეიზე” შოუს წაიყვანს

0
422
BBC-ის რუსული ბიუროს ცნობით,  შოტლანდიის ყოფილი პრემიერმინისტრი ალექს სალმონდი Russia Today-ზე შოუს წაიყვანს. იგი თავის შოუში, ცნობილ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ასევე შოუ-ბიზნესის წარმოამდგენლებს მიიწვევს. 
 
ალექს სალმონდი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის (SNP) ყოფილი ლიდერიცაა და სწორედ მის სახელს უკავშირდება   შოტლანდიის დამოუკიდებლობის კამპანიის წამოწყება. 
 
იგი პრემიერმინისტრის  თანამდებობიდან 2014 წელს გადადგა, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, როცა  შოტლანდიელთა 55 პროცენტმა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას მისცა ხმა და, შესაბამისად, დამოუკიდებლობის მომხრეები დამარცხდნენ.
გადადგომის შესახებ განცხადება ალექს სალმონდმა დაასრულა სიტყვებით:  „ოცნება შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე არასდროს მოკვდება".
 
 
 
 
 
წინა სტატიასაქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ბესელიების შვილებისათვის იწუხებს თავს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე პროფანირებული აზდაკის როლში: ვისია პრეზიდენტი მარგველაშვილი?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური