მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ საკაშვილი კიევში ,,აღშფოთებულთა მარშს'' აანონსებს

მიხეილ საკაშვილი კიევში ,,აღშფოთებულთა მარშს” აანონსებს

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციურ ძალთა ლიდერი მიხეილ საკაშვილი კვირას, 12 ნოემბერს კიევში ,,აღშფოთებულთა მარშს'' აანონსებს, მარშის მონაწილეების მოთხოვნა იქნება მიღებულ იქნას კანონი იმპიჩმენტის შესახებ და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა.
 
რეფორმების მოედანზე გაშლილი კარვების ბინადრებისა და მათი მხარდამჭერების აქტიურობა მიუხედავად პოროშენკოს რეჟიმის ,,სიყრუისა'' და ფარულად თუ ღიად განხორციელებული  შეტევებისა, არ კლებულობს. 
 
 
მათი მღელვარების საგანია როგორც ზოგადად ქვეყანაში არსებული კრიტიკული სიტუაცია, ისე უღირსი ქმედებები კონკრეტულ რეფორმატორთა წინააღმდეგ  , მათ შორის რადაში დაწყებული ხელმოწერების შეგროვება სახალხო დეპუტატის, ფრაქცია ,,სამოპომიჩის''  წევრის ეგორ სობოლევის  გადაყენებისათვის ანტიკორუფციული საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან;
 
 
ასევე 9 ნოემბერს გვიან ღამით, უშიშროების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების შეჭრა RNS  ხარკოვის ოფისში (რომელიც ცნობილიაა კორუფციასთან შეურიგებლობით)  მისი ხელმძღვანელისთვის ირაკლი იმნაძისათვის  არმიაში გაწვევის უწყების გადაცემის მომიზეზებით  და სხვა, რომ არაფერი ვთქვათ პოროშენკოს რეჟიმის უშედეგო ბრძოლაზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ყველ ხერხითა და მეთოდით, რომელთაც, როგორც იტყვიან  ადრესატმა სულ ბდღვირი ადინა. ის ლეგალურად იმყოფება უკრაინაში , მშვიდად გადაიხადა ჯარიმა  
საზღვრის გადაკვეთისთვის და ასევე მშვიდად მიიწევს უკანონოდ ჩამორთმეული  მოქალაქეობის აღდგენისაკენ.
 
 
 
რაც შეეხება კვირის მარშს, დავით საყვარელიძე განმარტავს, თუ რატომ   უნდა შეიკრიბოს ხალხი ამ დღეს მიხაილოვსკოეზე  და რატომ მიაქვს შეტევების ახალი ტალღა ბოლო დღეების განმავლობაში პოროშენკოს   კორუფციასთან მებრძოლ დეპუტატებზე, სახელმწიფო სტრუქტურებში შემორჩენილ თითო ოროლა პატიოსან კადრებზე და მედიაზე:  
 
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მოულოდნელად მიიღო პირველი წაკითხვით ცვლილებები საარცევნო კანონმდებლობაში, პრეზიდენტმა ხელშესახებად იგრძნო, რომ  მარტო დარჩა თავის ნაპირზე. ეს მისთვის ყველაზე უარესი სცენარი აღმოჩნდა, რადგან    მთელი ნეგატივი დღოთიდღე მზარდი ანტიკორუფციული განწყობებისა და სკანდალებისა უკვე პირდაპირ მას მიემართება – ჩვენ ვხედავთ, რომ პოროშენკოს კორუფციული სქემების რაოდენობის  კატასტროფულ ზრდას ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვითი მრეწველობის  სფეროში.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მოძრაობას და ჩვენს მშვიდობიან პროტესტს გარკვეულ შედეგები მოყვა, ჩვენ ბოლომე უნდა ჩავდიოთ ხელისუფლებას და ავაიძულოთ ბოლომდე მიიყვანოს საქმე ჩვენი მოთხოვნების შესრულებისთვის.  – წერს დავით საყვარელიძე
 
 

 

 

 

 

 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...