მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობაზე მონიტორინგს უზრუნველსაყოფად ბორდი შეიქმნება - კობახიძე

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობაზე მონიტორინგს უზრუნველსაყოფად ბორდი შეიქმნება – კობახიძე

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უახლოეს მომავალში ბორდი შეიქმნება, რომელიც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს. აღნიშნული განცხადებით,  ირაკლი კობახიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის მიერ საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის შესახებ გაკეთებულ  შეფასებას გამოეხმაურა.„ეს არის პარლამენტის საქმე. საბიუჯეტო ოფისი არის პარლამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფი. კანონმდებლობის თანახმად, უახლოეს მომავალში შეიქმნება ბორდი,  რომელიც საბიუჯეტო ოფისის საქმიანობაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს.  ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება იმისთვის, რომ საბიუჯეტო ოფისმა სათანადოდ უზრუნველყოს თავისი ფუნქციების შესრულება",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...