მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მოაშორონ აქედან სიორიძე" - გურიაში დაუმორჩილებლობისთვის ემზადებიან

“მოაშორონ აქედან სიორიძე” – გურიაში დაუმორჩილებლობისთვის ემზადებიან

Published on

გურიაში დაუმორჩილებლობისთვის ემზადებიან – გამაფრთხილებელი აქცია ოზურგეთში,  ცოტა ხნის წინ დასრულდა. კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტონ ამომრჩეველზე ზეწოლა და ძალადობა.აქციის მონაწილეთა თქმით, ძალადობის ერთ-ერთი მაგალითი გიორგი როყვას შემთხვევაა, რომელიც მეორე დღეა გაუჩინარებულია. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერებმა მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა დღესვე ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი და მისი მხარდამჭერები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებდნენ, გარდა ამისა მათივე თქმით, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. „კაცი, რომელსაც ბეგი სიორიძე ჰქვია არ უნდა ოზურგეთს და ძალით გვახვევს ვიღაც ჯგუფი. რატომ არის ასეთი მოსყიდვები, რატომ არის ასეთი ძალადობა, რატომ არის ასეთი დაშანტაჟებები. კონკრეტული მოთხოვნაა, რომ მოაშორონ აქედან სიორიძე, როგორც მოიყვანეს ისე,“-განაცხადა მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა  კოტე შარაშენიძემ. აქციის მონაწილეთა თქმით, იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდობიან და თანაბარ გარემოში არ ჩატარდება, ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. მათივე განცხადებით, აქციები მასშტაბურ და მასობრივ ხასიათს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...