გურიაში დაუმორჩილებლობისთვის ემზადებიან – გამაფრთხილებელი აქცია ოზურგეთში, ცოტა ხნის წინ დასრულდა. კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტონ ამომრჩეველზე ზეწოლა და ძალადობა.აქციის მონაწილეთა თქმით, ძალადობის ერთ-ერთი მაგალითი გიორგი როყვას შემთხვევაა, რომელიც მეორე დღეა გაუჩინარებულია. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერებმა მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა დღესვე ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი და მისი მხარდამჭერები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებდნენ, გარდა ამისა მათივე თქმით, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. „კაცი, რომელსაც ბეგი სიორიძე ჰქვია არ უნდა ოზურგეთს და ძალით გვახვევს ვიღაც ჯგუფი. რატომ არის ასეთი მოსყიდვები, რატომ არის ასეთი ძალადობა, რატომ არის ასეთი დაშანტაჟებები. კონკრეტული მოთხოვნაა, რომ მოაშორონ აქედან სიორიძე, როგორც მოიყვანეს ისე,“-განაცხადა მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კოტე შარაშენიძემ. აქციის მონაწილეთა თქმით, იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდობიან და თანაბარ გარემოში არ ჩატარდება, ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. მათივე განცხადებით, აქციები მასშტაბურ და მასობრივ ხასიათს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება.
სიახლეები
სიახლეები
20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...
სიახლეები
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...
სიახლეები
ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...
სიახლეები
კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...