მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანაზე საუბარი ნაადრევია- ოთარ დანელია

აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანაზე საუბარი ნაადრევია- ოთარ დანელია

Published on

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს სტრატეგია. გეგმას ჩვენც გავეცანით. შესაბამისად, ზუსტად იციან, როდის რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. თუმცა, აქვს მინდა დავამატო, რომ აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება და გაცილებით უფრო ეფექტურად ჩართვა, რომ რაც შეიძლება სწრაფი რეაგირების შესაძლებლობები გაჩნდეს ადგილზე ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, პესტიციდების თვალსაზრისით. რაც შეეხება ბუნებრივი მტრის შემოყვანას, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. როცა ბიოლოგიურ ალტერნატივაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია მეცნიერული შესწავლა, რომელსაც, როგორც მინიმუმ რამდენიმე წელიწადი სჭირდება. მგონი ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. რაც ვიცით ის, უნდა გავაკეთოთ – სასწრაფო დამუშავება ტყის მასივების და მოიჯნავე ფართობების. ეს არის ტემპერატურული ნიშნული, აუცილებელია დათბობის შემთხვევაში შევიდეს შესაბამისი ტექნიკა და დამუშავდეს თერმული ნისლის ტექნოლოგიის მეშვეობით, რაც გაცილებით დიდ ეფექტს იძლევა", – განაცხადა ოთარ დანელიამ. დანელია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, ყველაზე ეფექტური საშუალება მავნე მწერთან საბრძოლველად, თერმული ნისლის ტექნოლოგიით ფართობების დამუშავებაა.აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანაზე საუბარი ნაადრევია, ეს მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს, – განაცხადა ოთარ დანელიამ
 

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...