მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოროშენკოს გზავნილი მიხეილ სააკაშვილს: შეწყვიტოს კორუფციის ფაქტებზე საუბარი, დაუპირისპირდეს იულია ტიმოშენკოს ან...

პოროშენკოს გზავნილი მიხეილ სააკაშვილს: შეწყვიტოს კორუფციის ფაქტებზე საუბარი, დაუპირისპირდეს იულია ტიმოშენკოს ან გაიზიაროს უკრაინიდან ექსტრადირებული ქართველების ბედი

Published on

პეტრო პოროშენკომ  საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ახალი მოთხოვნები წაუყენა – დაუპორისპირდეს დაამხილოს იულია ტიმოშენკო და თავი ანებოს  თავდაცვის სექტორში გამეფებულ კორუფციაზე საუბარს. პოროშენკოს გზავნილი შეიცავს შანტაჟსა და მუქარას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჯაროვდება მასზე უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ შეგროვებული კომპრომატები   და შესაძლოა დადგეს მისი უკრაინიდან გაძევების საკითხი.  ამის სესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "ნიუს-უანის" ეთერში ისაუბრა, გადაცემასი ,, გრძელი საღამო''.  
 
„2 დღის წინ ჩემთან მოვიდა ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანი და პეტრო პოროშენკოსგან გზავნილი გადმომცა. ჩემს მიმართ ორი მოთხოვნა არსებობს: პირველი – მე უნდა გავაკრიტიკო იულია ტიმოშენკო. მეორე მოთხოვნა კი ის არის, რომ არ მაქვს უფლება შევეხო თავდაცვის სფეროში არსებულ კორუფციის ფაქტებს. თუკი ამ მოთხოვნებს არ შევასრულებ, მიმანიშნეს, რომ იმ ქართველების ბედს გავიზიარებ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოში უკანონოდ გააძევეს.
ამ ადამიანმა ასევე მითხრა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჩემს წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებდა და თუკი მოთხოვნებს არ შევასრულებ, მათ მედიას გადასცემენ. ისინი თვლიან, რომ შანტაჟით რამის გაკეთებას მაიძულებენ ან ჩემს შეხედულებებზე ვიტყვი უარს. მე მათ საჯაროდ ვპასუხობ – ჩვენ ყველა კანონიერი გზით განვაგრძობთ ბრძოლას უკრაინაში ვითარების შასაცვლელად. უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხი აღარ ითმენს," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...