,,ნაციონალური მოძრაობა” გოგა ონიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო, პროტესტის ნიშნად, საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.

0
390
,,ნაციონალური მოძრაობა” გოგა ონიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო, პროტესტის ნიშნად, საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება. 
 
ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
ნადირაძის თქმით, მას შემდეგ, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, პარტია არ აპირებს დღევანდელი დღე ჩვეულებრივი დღის წესრიგით გააგრძელოს.
 
“დღეს იმართება საკრებულოს ამ შემადგენლობის ბოლო სხდომა, სადაც უნდა შეგვეჯამებინა მერიის და საკრებულოს მუშაობის ბოლო სამი წელიწადი, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლე ხარჩილავამ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვეულებრივი დღის წესრიგით გავაგრძელოთ დღევანდელი დღე, ამიტომ პროტესტის ნიშნად “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება”, – განაცხადა ნადირაძემ.
 
 
ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ის სასამართლომ 4-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და ჯამში, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.ადვოკატები გოგა ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. 
როგორც ონიანის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიერ გამოტანილი განაჩენი არაობიექტურია და მტკიცებულებებს არ ეფუძნება. 
„სასამართლოს ობიექტურად რომ განეხილა ყველა მტკიცებულება, შეუძლებელი იყო გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანა. იყო მუხლები, სადაც საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა, დანარჩენთან კი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები იყო, რომლებსაც სახელმწიფომ შეღავათები გაუკეთა და სწორედ ამით გადაიხადეს საფასური იმ ცრუ ჩვენებაში. მიმაჩნია, რომ განაჩენი არის სრულიად უკანონო, დაცვის მხარე ამას გაასაჩივრებს და იმედია, რომ მომავალ ინსტანციებში დაადასტურებს ამ განაჩენის უკანონობას“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა. 
 
 

 
წინა სტატია2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 10 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაპოროშენკოს გზავნილი მიხეილ სააკაშვილს: შეწყვიტოს კორუფციის ფაქტებზე საუბარი, დაუპირისპირდეს იულია ტიმოშენკოს ან გაიზიაროს უკრაინიდან ექსტრადირებული ქართველების ბედი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური