მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

Published on

ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს დილით გარდაიცვალა. 86 წლის ქართველი პოეტი 12 აგვისტოს აინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.როგორც პოეტის შვილმა თაკო ჩარკვიანმა მაშინ განაცხადა, ჯანსუღ ჩარკვიანს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მისივე თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის გაუარესება ნერვულ სტრესს უკავშირდებოდა.„ძალიან მძიმედაა, უკიდურესად მძიმედ, ინსულტი აქვს. 9 დღის წინ საავადმყოფოში მოვათავსეთ. გუშინ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ცნობიერებაც დაკარგა. ფილტვის პნევმონიაც აქვს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მთელი საქართველო გვირეკავს, სიყვარულიც ეს ყოფილა, გაოცებულები ვართ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 წელს თბილისში დაიბადა. ჯანსუღ ჩარკვიანმა 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ გამოვიდა პოეტის რამდენიმე კრებული.1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს კი, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია.ჯანსუღ ჩარკვიანი ღირსების ორდენის კავალერი იყო. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება კი მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

სიახლეები

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...