მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

Published on

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმაური იყო და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შეხვედრის მონაწილეები საბჭოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ. საბჭოს მოსამართლე წევრები, ნინო გვენეტაძეს განმარტებას სთხოვდნენ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების იმ ოქმზე, რომელზეც თავმჯდომარის ხელმოწერა ამ დრომდე არ არის."ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებთ და საკუთარ უფლებამოსილებას არ ასრულებთ,"- უთხრა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან თევზაძემ ნინო გვენეტაძეს.უზენაესი სასამართლოს და საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ თემაზე მას შემდეგ უპასუხებდა, როდესაც რეგლამენტით გათვალისწინებულ 6 საკითხს განიხილავდა.გვენეტაძის ეს განცხადება საბჭოს უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებაში დაადანაშაულეს.ნინო გვენეტაძემ მოსამართლე წევრებს ულტიმატუმის რეჟიმიდან გამოსვლისკენ მოუწოდა და მათ კითხვებს არ უპასუხა.კიდევ ერთი ხმაურიამი განცხადება არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმაც გააკეთა და საბჭოს წევრები ზეწოლაში დაადანაშაულა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...