მთავარისიახლეებიპოლიტიკაანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა საქართველოს პარლამენტის წინ ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა საქართველოს პარლამენტის წინ ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

Published on

ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე! – ასეთი იყო ყოველთვის ჩემი შინაგანი განწყობა, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რაც ციხეში გავატარე, როგორც რუსული ჰიბრიდული ომის ტყვემ სხვა თანამებრძოლებთან ერთად.დიახ, ჩვენ რუსული ჰიბრიდული ომის ტყვეები ვართ. ომის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო 2012 წლის არჩევნები – საქართველოს მარცხი რუსეთთან.მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის და არჩევნების ილუზიები მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდული ომის ძლიერ და ცინიკურ კომპონენტებად იქცა, საბოლოო გამარჯვება ამ დიდ ომში რუსეთთან მაინც ჩვენს მხარეს, საქართველოს მხარეს იქნება… ამ განცხადებას ავრცელებს  ციხის ოთხ კედელს მიღმა მყოფი,  საქართველოს ყოფილი  თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომლის პატიმრობიდან უკვე 5 წელი გავიდა.სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა საქართველოს პარლამენტის წინ,სადაც მათ ხურჩა-ნაბაკევის ეგრეთწოდებულ საზღვრზე საოკუპაციო ღობე დაშალეს და ერთი ბოძი სიმბოლურად საქართველოს პარლამენტის წინ დაასვეს, მათი თქმით აქცია პერფომანსის მიზანია საქართველოს ხელისუფლებას შეახსენონ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი,ხოლო ხელისუფლების არც ერთი შტოს  არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ ხუთი წლის მანძილზე დეოკუპაციისკენ.ბაჩო ახალაია 5 წელია პატიმრობაში იმყოფება, ამ ხუთი წლის მანძილზე მის ანგარიშზეა 13 გამამართლებელი განაჩენი, თუმცა მიუხედავად ამისა მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, როდის იქნება ახალია თავისუფალი, იქმადე კი მან ციხის ოთხ კედელში იზულებითი  თავისუფალი დრო წიგნის წერას დაუთმო და გამოსცა წიგნი ,,სოხუმი ჩემი იერუსალიმი" რომელიც მალევე აიტაცა საზოგადოებამ, პატიმრობის მექვსე წელს ახალაია ახალი წიგნის გამოსაცემად ემზადება. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...