მთავარისიახლეებისაზოგადოება2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არგუმენტირებული ესე 20-ის...

2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არგუმენტირებული ესე 20-ის ნაცვლად 24 ქულით შეფასდება

Published on

2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არგუმენტირებული ესე 20-ის ნაცვლად 24 ქულით შეფასდება, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯანგურიამ განმარტა, რომ პირველ დავალებას, ტექსტის რედაქტირებას, რომლის მიზანიც შეცდომების გასწორებაა, მოაკლდა 4 ქულა – 20-ის ნაცვლად უმაღლესი ქულა 16 იქნება, ასევე „ცოტა ნაკლები შეცდომები იქნება დაშვებული ტექსტში და შემცირდება ტექსტის მოცულობაც“.ამის პარალელურად, მისივე თქმით, არგუმენტირებულ ესეს დაემატება 4 ქულა და 20-ის ნაცვლად 24 ქულით შეფასდება."20 ქულა ცოტა ნაკლები იყო შეფასების დროს, რადგან ისე კარგ რანჟირებას ეს ვერ აკეთებდა, როგორც 24 ქულიანი შეფასების კრიტერიუმები გააკეთებს. უფრო კარგად გამოჩნდება ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოებული ადამიანები", – განაცხადა კახა ჯანგურიამ. მისივე თქმით, არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმებშიც არის გარკვეული კორექტირება. "ემატება კრიტერიუმები და ცოტა კორექტირებულია. უფრო მეტი ყურადღება ექცევა მსჯელობის არაშაბლონურობას, დამოუკიდებელ აზროვნებას, სათანადო არგუმენტების მოყვანას, დამატებულია კიდევ ერთი კრიტერიუმი – ფაქტობრივი სიზუსტე, ფაქტობრივ შეცდომას თუ დაუშვებს აბიტურიენტი, მას ერთი ქულა დააკლდება", – გაანცხადა კახა ჯანგურიამ.ზოგადად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის უმაღლესი ქულა არ შეიცვლება და 80 იქნება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ქართული ენის გარდა გარკვეული ცვლილება შეეხება მათემატიკის გამოცდას. კერძოდ, საგამოცდო დავალებები გამარტივდება.  

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...