მთავარისიახლეებისაზოგადოებათელავში, სოფელ ართანას ველებში ხანძარს ებრძვიან

თელავში, სოფელ ართანას ველებში ხანძარს ებრძვიან

Published on

კოხტას გორზე , თელავის რაიონის სოფელ ართანადან 15 კილომეტრში ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია. როგორც ირკვევა, ხანძარი ალპურ ზონაში ორი დღის წინ გავრცელდა, მაგრამ ეს ამბავი მედიაში დღემდე არ გახმაურებულა 
 
 საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე დღეს დილიდან გავიდა სამაშველო ჯგუფი, მათ მიეშველა ადგილობრივი მოსახლეობაც. ხანძრის ზონა რამდენჯერმე დათვალიერდა ვერტმფრენიდან და  ირკვევა, რომ კერების გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს და, თუ გაუთვალისწინებელი გარემოებები არ წარმოიქმნა, ხანძრის ლიკვიდაცია დღის ბოლომდე მოხდება.
 
რა გახდა აალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, ისევე როგორც გაურკვეველია, როგორ გაჩნდა ხანძარი სექტემბრის დასაწყისში ამავე ადგილას, კოხტის გორაზე, რომელმაც მაშინ შემაძრწუნებელი მასშტაბები მიიღო –  დიდ ტერიტორიაზე  ართანა-ფშაველის ტყეში გავრცელდა, უშუალოდ სოფელ ართანას ტყის გარდა   მთათუშეთსა და  შილდას მოედო.
 
გუშინ და დღეს ეს უკვე მეორე განგაშია კახეთში გაჩენილი ტყე-ველის ხანძრის გამო –  გუშინ  ხანძარი იყო საგარეჯოში, დიდი და პატარა ჩაილურის ტყეშიც, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში ებრძოდნენ ხანძარს. საბოლოო სამუსაოები დღეს დილითაც მიმდინარეობს, თუმცა საშიშროება გადავლილია და   მეხანძრეები მალე დატოვებენ იქაურობას. 

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...