მთავარისიახლეებისაზოგადოება,, პატრიარქს არ სჯერა, რომ მე ამის ჩამდენი ვიყავი'' - დეკანოზი გიორგი...

,, პატრიარქს არ სჯერა, რომ მე ამის ჩამდენი ვიყავი” – დეკანოზი გიორგი მამალაძე

Published on

”მთავარია მათ ილოცონ ჩემთვის და მომიხსენიონ. პატრიარქის პოზიცია ნათელია ჩემთან მიმართებაში და ამაზე მეტად პატრიარქის შეწუხება მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო. საჯაროდ არის ცნობილი, პატრიარქს არ სჯერა, რომ მე ამის ჩამდენი ვიყავი. მთავარია ლოცვა აღავლინონ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად”, –  განაცხადა  მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ”კურიერთან” სატელეფონო საუბრისას პასუხად კითხვაზე, დააბარა თუ არა რაიმე პატრიარქთან გადასაცემად მეუფე დიმიტრის.

მამა გიორგი მამალაძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ენახა მეუფე და ეთქვა დეტალები.

ამ  შეხვედრას, მე უფრო ემოციურს დავარქმევდი , ვიდრე მძიმეს – აღნიშნა დეკანოზმა – ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს საუბარი შედგა და ამ საუბარს დადებითად აფასებს. 
 
”რა თქმა უნდა, ის დაჭრილი და დაჩეხილი კადრები, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმეტესობას სჯერა, რომ ეს აბსურდია, ამის შესახებ გარკვეული კითხვები ჰქონდა მეუფეს და დარწმუნებული ვარ, არა მარტო მეუფეს. მე ვფიქრობ, რომ არსებულ კითხვებზე მიღებული პასუხების და არსებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ მან გააკეთა ის განცხადება, რაც საჯაროდ ცნობილია. ეს არის ის, რასაც მე ვამტკიცებდი, რომ ეს იყო შეთქმულება არა მარტო მისი, არამედ ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ”, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...