მთავარისიახლეებისამართალიმკვლელობა თერჯოლაში - 29 წლის მამაკაცის ცხედარი ...

მკვლელობა თერჯოლაში – 29 წლის მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში ბებიამ იპოვა

Published on

თერჯოლაში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი  29 წლის მამაკაცი ბ.გ. საკუთარ სახლში ბებიამ იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში,  ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
 
უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
 

სიახლეები

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით,ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში, დადიანის ქუჩაზე მოხდა,როცა მოზარდი...

ერთად შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს! ზუგდიდში აღდგომის ღამეს მორიგი აქცია გაიმართება

ჩვენ უკვე ვიქეცით ერთმანეთის ოჯახის წევრებად, ერთმანეთის ლხინისა და ჭირის გამზიარებლებად. არავინ არის იმაზე...

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება | სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, -...

ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე “დიფ სთეითის” პოლიტიკაზე უარის თქმა” – სუბარი

ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას...