მთავარისიახლეებიმსოფლიოპაკისტანში ჩამოწოლილ მეწყერს რვა ბავშვი ემსხვერპლა

პაკისტანში ჩამოწოლილ მეწყერს რვა ბავშვი ემსხვერპლა

Published on

 პაკისტანში  ჩამოწოლილ მეწყერს  რვა ბავშვი ემსხვერპლა,  კიდევ ორი მძიმედ არის დაშავებული. ბავშვები  8 – 10 წლისანი იყვნენ, 7 გოგონა და ერთი ბიჭი, მიწიდან ცოცხლად ამოყვანილი ორი  მოზარდიც გოგონაა. ამ უკანასკნელთა  დამეწყრილი ადგილიდან ამოსაყვანად მაშველებთან ერთად რამდენიმე საათი იბრძოდა მოსახლეობა.  
უბედურება გუშინ მოხდა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ავღანეთტან მოსაზღვრე  ბაჯორის რეგიონში  მდებარე მაღალმთიან სოფელ გაიდაიში,  როცა ბავშვები თავიანთი სახლების გასამაგრებლად მიწას თხრიდნენ. 
პაკისტანის ამ მხარეში სოფლად მცხოვრებნი წვიმებისა და თოვის სეზონის წინ ხშირად ამაგრებენ თავიანთ სახლებს მიწის დამატებითი ფენებით,  როგორც წესი,  ამ მიწას სოფლების შორიახლო თხრიან  და სახლებში ეზიდებიან ბავშვები და ქალები. ამჯერად მეწყერში მხოლოდ ბავშვები მოყვნენ. 
ამ სეზონში ეს პირველი შემთხვევა არ არის – აგვისტოში მსგავს შემთხვევებს და წყალდიდობებს ჯამში 400 – მე ადამიანი ემსხვერპლა 

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...