მთავარისიახლეებისაზოგადოებაოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ ივანო ფრანკოვსკში დაკავებული ქართველი ნამდვილად მეგის ქარდავაა

ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ ივანო ფრანკოვსკში დაკავებული ქართველი ნამდვილად მეგის ქარდავაა

Published on

უკრაინელი ადვოკატი  მიხეილ ლოტიცკი არ ადასტურებს ცნობას იმის შესახებ, რომ   მისი დაცვის ქვეშ მყოფმა  მეგის ქარდავამ  უკრაინას  პოლიტიკური თავშესაფარი მოთხოვა
 
„კურიერთან“ სატელეფონო კომენტარებში მან განაცხადა,რომ ივანო ფრანკოვსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ საქართველოს სამხედრო პოლიციის უფროსთან ამ საკითხზე ჯერჯერობით არ უსაუბრია:
მან აღნიშნა, რომ უკრაინულ სამართალდამცავ უწყებებს ჯერ ისიც კი არ აქვთ დადგენილი, არის თუ არა დაკავებული პირი ნამდვილად მეგის ქარდავა, ვინაიდან მას დაკავებისას არც ერთი პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი არ ჰქონია.
,,ის, რომ მას რამდენიმე პასპორტი ჰქონდა, ტყუილია. საერთოდ არ ჰქონია არანაირი საბუთი.  შესაბამისად მის ექსტრადიციაზე საუბარი ჯერჯერობით არ მიდის. ეს საკითხი განიხილება მხოლოდ მას შემდეგ,რაც საქართველოდან  საბუთები გამოიგზავნება.  ახლა ის დაკავებულია მხოლოდ იმ მოტივით, რომ  არ მიიმალოს. მასთან საუბარი არ გვქონია იმაზეც,  თუ რას აკეთებდა საქართველოში, უკრაინაში კი უბრალოდ ცხოვრობდა და არაფერს არღვევდა“
 
 სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის უკრაინელ ადვოკატის განცხადებით,  მისი  დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების  2 ვერსია არსებობს – ოფიციალური ვერსიით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა და იქვე დააკავეს, არაოფიციალურად კი ის საზღვრის კვეთის დროს დააკავეს, შემდეგ მიიყვანეს ბინაში და ისე დააკავეს. 
 
სუხვა ინფორაციას ავრცელებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.  ,,ჩვენი  შუამდგომლობის საფუძველზე უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 1 ნოემბერს დაკავებული იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის  ქარდავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა. უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავა მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.'' – ნათქვამიაპროკურატირის განცხადებაში .

 
 
 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...