მთავარისიახლეებიკონფლიქტებიე.წ. ადლერის გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის სპეციალიზებული საბაჟო საგუშაგო ამოქმედდა

ე.წ. ადლერის გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის სპეციალიზებული საბაჟო საგუშაგო ამოქმედდა

Published on

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ვებგვერდზე  განთავსებული ინფორმაციით,  ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე, ე.წ.  ადლერის გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის სპეციალიზებული საბაჟო საგუშაგო ამოქმედდა. იგი  სოჭის საბაჟოს სტრუქტურულ ნაწილს წარმოადგენს 
და  განსაზღვრული ფუნქციები აქვს – ცალკეული უფლებამოსილებებით საქონლის შეზღუდული სახეობების მიმართ ოპერაციებისა და პროცედურების განხორციელება 
ეს სია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტთან კონსულტაციით განისაზღვრება.
ამ საგუშაგოზე აკრძალულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების, მათი პრეკურსორების, იარაღის, კულტურული ღირებულებების, რადიააქტიური ნივთიერებების, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გაყვანა და  მცენარეების გადატანა.
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...